06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თავდასხმა ვენესუელაში - ორი გარდაცვლილი და სამი დაშავებული 

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თავდასხმას ვენესუელაში. რეფერენდუმზე ხმის მისაცემად შეკრებილ მოსახლეობას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არაოფიციალური რეფერენდუმი ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს იმის გარკვევას თუ რამდენად უჭერს მოსახლეობა მხარს, ვენესუელის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

დღის ამბები