06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
9 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად არიზონაში

9 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად არიზონაში. მაშველები ამ დრომდე ერთ დაკარგულს ეძებენ. მდინარეში წყლის დონემ უეცრად მოიმატა. მოვარდნილი წყლის გამო მდინარეში მოცურავე ადამიანებმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

უბედური შემთხვევა ქალაქ პაისონის მახლობლოად მოხდა, სადაც მდინარესთან დასასვენებლად ადგილობრივები ხშირად იკრიბებიან.

ძლიერი წვიმების გამო შეერთებული შტატების ამინდის ეროვნულმა სააგენტომ არიზონას მაშტაბით წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

დღის ამბები