06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
იტალიის სამხრეთ რეგიონებში რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

უშედეგოდ ებრძვიან ტყის ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა იტალიის სამხრეთ რეგიონებში. ცეცხლის ლოკალიზებას სიცხეები და ძლიერი ქარი უშლის ხელს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი იტალიის ცენტრალური რეგიონების შემდეგ, სიცილიისა და სარდინიის შემოგარენშიც გავრცელდა.

ცეცლის ჩასაქრობად მეხანძრეებთან ერთად, ავიაციაც არის მობილიზებული. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

გვალვის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

დღის ამბები