06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
სეული ფხენიანს სამხედრო მოლაპარაკებებს სთვაზობს

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, სეული ფხენიანს სამხედრო მოლაპარაკებებს სთვაზობს. თანხმობის შემთხვევაში ორივე ქვეყნის სამხედრო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა 21 ივლისს, დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება.

სამხედრო კომუნიკაციის გარდა, სეულმა ფხენიანს კონტაქტების აღდგენა ჰუმანიტარული კუთხითაც შესთავაზა. ეს ინივიატივა კი გაყოფილი ოჯახებისთვის შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

ჩრდილოეთ კორეა სეულის წინადადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, სამხრეთ კორეა კი მისგან დადებით პასუხს ელის.

დღის ამბები