06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ოსკაროსანი მსახიობი მარტინ ლანდაუ გარდაიცვალა

ლოს ანჯელესის კლინიკაში 89 წლის ასაკში ოსკაროსანი მსახიობი მარტინ ლანდაუ გარდაიცვალა. მიზეზი ავადმყოფობა გახდა.

ლანდაუს ათობით ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მას მოუტანა სერიალმა "მისია შეუსრულებელია".

1968 წელს ლანდაუს "ოქროს გლობუსი" გადასცეს. კინოაკადემიამ კი, "ოსკარით" 1995 წელს დააჯილდოვა ფილმ "ედ ვუდში" შესრულებული როლისთვის.

დღის ამბები