06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
წყალდიდობა სტამბოლში - ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა

წყალდიდობა სტამბოლში - ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის ქუჩები დაიტბორა. წყალდიდობამ ასევე გზებზე მოძრაობა შეაფერხა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილია მეტროს ზოგიერთი სადგური და შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ძლიერი წვიმის და შტორმის შედეგად, დატბორილია მაღაზიები და ოფისები.  

თურქეთის მთავრობა ძლიერ წვიმას „ბუნებრივ კატასტროფად“ მოიხსენიებს და მოსახლეობას, აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

 

 

დღის ამბები