06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ტრამპი-პუტინის გაუხმაურებელი შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში 2-ჯერ შეხვდა. ინფორმაციას აქამდე გაუხმაურებელი შეხვედრის შესახებ თეთრს სახლშიც ადასტურებენ. საუბარი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური ვახშმის დროს შედგა, მათ დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში ილაპარაკეს, რასაც მხოლოდ რუსული მხარის თარჯიმანი ესწრებოდა. ამ დრომდე უცნობია საუბრის დეტალები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ეს არა ოფიციალური შეხვედრა, არამედ "ხანმოკლე საუბარი" იყო.

დღის ამბები