06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
წყალდიდობა სტამბოლში - გადაუღებელმა წვიმებმა ქალაქის პარალიზება გამოიწვია

წყალდიდობა სტამბოლში. გადაუღებელი წვიმების გამო ქალაქის ნაწილში პარალიზებული იყო საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. რამდენიმე საათით შეწყდა საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა ბოსფორის სრუტეში. სტამბოლის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა სამაშველო სამსახურების დახმარების მოლოდინში საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ავიდა. გუბერნატორმა ქალაქის მაცხოვრებლებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

დღის ამბები