06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
დონალდ ტრამპი რუსეთში აშშ-ს ელჩად ჯო ჰანთსმენის დანიშვნას გეგმავს

რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად დონალდ ტრამპი ჯო ჰანთსმენის დანიშვნას გეგმავს. სავარაუდოდ ჰანთსმენი მოქმედ ელჩს ჯონ ტეფტს, შემოდგომიდან შეცვლის.

ჯო ჰანთსმენი ობამას ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ჩინეთში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი იუტას შტატის გუბერნატორი იყო.

2011 წელს ჰანთსმენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მით რომნის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და მარათონს გამოეთიშა.

ცნობილია, რომ ჰანთსმენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას, რომლის ინიციატორი 2012 წელს ბარაკ ობამა იყო.

დღის ამბები