06 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან და პარლამენტის შენობასთან სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლეხ ვალენსა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უერთდება.

მორიგი მიტინგი ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან და პარლამენტის შენობასთან გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმა ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს.

გასულ კვირას პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, პარლამენტს მოსამართლეების არჩევის უფლება ენიჭება. ოპოზიციის აზრით ეს ნაბიჯები ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები