18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
ვანო ჯავახიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა

ვანო ჯავახიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის „The ვანოს შოუს" წამყვანი უწყებაში ადვოკატთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ, ჯავახიშვილის მკვლელობის Facebook-ის გვერდზე დაანონსებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 

ვანო ჯავახიშვილმა პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიებლებს აინტერესებდათ, ბოლო პერიოდში ხომ არ ხორციელდებოდა მასზე რაიმე ფორმით მუქარა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა შეკითხვები "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ემზარ კვიციანის Facebook პოსთან დაკავშირებით დაუსვეს. 

ვანო ჯავახიშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქმეზე ჯერ გამოძიება არ არის დაწყებული და ვერც დაიწყება, სანამ მეორე მხარეც არ დაიკითხება. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამართალდამცავები ინფორმაციის შეგოვრებით არიან დაკავებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები