06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ამერიკის გმირი - ობამა და ტრამპი მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურებიან

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. 80 წლის სენატორს ექიმებმა სიმსივნე გასულ კვირას, მარცხენა თვალიდან თრომბის მოშორების ოპერაციის დროს აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ის არიზონაში, საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად იმყოფება.

სენატორის მკურნალობის ვარიანტებად მედიკოსები ქიმიოთერაპიისა და რადიაცული დასხივების კურსს განიხილავენ.

ჯონ მაკკეინის დიაგნოზს სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი წინამორბედი.

დონალდ ტრამპმა სენატორს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ბარაკ ობამამ კი ჯონ მაკკეინს ამერიკის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მებრძოლი უწოდა.

დღის ამბები