06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
იულია ლატინინას საცხოვრებელ სახლს თავს დაესხნენ - დაშავებულია რვა ადამიანი

თავდასხმა მოხდა რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას საცხოვრებელ სახლზე მოსკოვში. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირებმა ჟურნალისტის სახლთან დაუდგენელი შემადგენლობის გაზი გაუშვეს.

იულია ლატინინას თქმით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა.

ჟურნალისტი მომხდარს მისი დაშინების მცდელობად აფასებს, თუმცა პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს.

დღის ამბები