18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის შავი სია - ცხინვალი 2008 წლის მონაწილე 76 ქართველი სამხედროს დაკავებას რუსეთს სთხოვს

საოკუპაციო რეჟიმის შავი სია და 76 ქართველი სამხედრო, რომლის დაკავებასაც ცხინვალი ითხოვს. საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, გამოიყენეს ყველა ის საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც ინტერპოლის წევრ სახელმწიფოს გააჩნია და დააკავოს, ის ქართველი სამხედროები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ებრძოდა. აგვისტოს ომის მონაწილე გენერალი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აგვისტოს ქართველი სამხედროების შესახებ პერსონალურ მონაცემებს თბილისიდან აწვდიან.

ის, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები აქვთ, ამას არც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უარყოფენ. 76 პირს შორის, რომელთა საერთაშორისო ძებნილებად გამოცხადებას ბიბილოვის რეჟიმი ითხოვს, რამდენიმე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირია, მათ შორის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ქართველი სამხედროები, რომელებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ ამბობენ, რომ ჯარისკაცების დაცვის ბერკეტები ახლა საქართველოს მთავრობის ხელშია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვისგან მათ დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქართველ სამხედროებს საერთაშორისო თანამეგობრობა იცავს.

უშიშროების საბჭოს მდივანი  დავით რაქვიაშვილი მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს და ამბობს, რომ ყოფილი და მოქმედი სამხედროები სახელმწიფომ საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო დიპლომატიური და იურიდიული მეთოდით უნდა დაიცვას.

დღის ამბები