09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამრღვევებს დაემუქრა

გვიანობამდე გაგრძელდა უკრაინაში პეტრე პოროშენკოსა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების თათბირი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე სამხედროებმა შეტევები ყველა ფრონტზე წარმატებით მოიგერიეს. პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამრღვევებსაც დაემუქრა.

"თუ მტერს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა, რათა არ იყოს მსხვერპლი მოსახლეობაში, მაშინ, მათ, ვინც რეჟიმს არღვევენ, კბილებს ჩავუმტვრევთ. ჩვენ მტკიცედ გვიჭირავს პოზიციები ყველა ფრონტზე, მუხედავად იმისა, რომ ჭურვებით განხორიცელებული იერიშების ინტენსიურობა 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო," - განაცხადა პოროშენკომ.

დონეცკში, ტროლეიბუსზე განხორციელებულ იერიშს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინული პროვოკაცია უწოდა.

"შოკისმომგვრელია კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში, სადაც უკრაინული ძალების მიერ ჭურვებით განხორციელებული იერიშის შედეგად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანები დაიღუპნენ და დაიჭრნენ. ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და პროვოკაცია, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გაეროს უშიშროების საბჭომ კი ამ ტრაგედიის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გუშინ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ სროლა ჩრდილო–დასავლეთიდან ჭურვით ან საარტილერიო დანადგარით განხორციელდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ნთერნეიშენალმა" კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მიტანილ იერიშს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კვალიფიკაცია მისცა.

დონეცკში სროლები გრძელდება, სადაც ჭურვის ნამსხვრევმა 9 წლის ბავშვი იმსხვერპლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე 20-მდე უკრაინელი სამხედრო ისევ რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები