06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
საბერძნეთისა და თურქეთის კურორტებზე დამანგრეველი მიწისძვრით მიყენებულ ზარალს ითვლიან

საბერძნეთისა და თურქეთის კურორტებზე დამანგრეველი მიწისძვრით მიყენებულ ზარალს ითვლიან. 6.7 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები ეგეოსის ზღვაში დილის ორის ნახევარზე მოხდა.

ეპიცენტრი ბოდრუმიდან 10 კილომეტრში და კოსის კუნძულიდან 12 კილომეტრში მდებარეობდა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ საბერძნეთის კუნძული დაზარალდა.

საბერძნეთის კუნძულზე მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა, დანგრეულია სახლები და ისტორიული შენობები. ბოდრუმში 100-მდე ადამიანი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები