06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
მოლდოვის პარლამენტი რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

მოლდოვის პარლამენტი რუსეთს დნესტრისპირეთის რეგიონიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დოკუმენტის მიღებას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეკლარაციას მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი აქვს და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

მიუხედავად ამისა, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ, რომლის წარმომადგენელიცაა ქვეყნის პრეზიდენტი, იგორ დოდონი. სოციალისტებმა დოკუმენტს "გეოპოლიტიკური პროვოკაცია" უწოდეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.  

დღის ამბები