06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ-ის გენპროკურორს რუსეთის ელჩთან წინასაარჩევნო კამპანიის განხილვაში ადანაშაულებენ

აშშ-ის გენპროკურორს რუსეთის ელჩთან წინასაარჩევნო კამპანიის განხილვაში ადანაშაულებენ.

ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ჯეფ სეშენსმა და სერგეი კისლიაკმა რუსეთის მიმართ დოლანდ ტრამპის დამოკიდებულებასა და მოსკოვისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე ისაუბრეს.

გამოცემა წერს, რომ საუბრის ჩანაწერები შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა.

რუსეთის ელჩთან საარჩევნო კამპანიის განხილვას გენპროკურორი კატეგორიულად უარყოფდა. ინფორმაციის გაჟონვის მიუხედავად, ჯეფ სეშენსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

პარალელურად სააგენტო როიტერსი წერს, რომ რუსი ადვოკატი, რომელიც დონალდ ტრამპის შვილს შეხვდა, წლების განმავლობაში რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობდა, რომლის ინტერესებს ნატალია ვესელნიცკაია 2005-2013 წლებში იცავდა. 

დღის ამბები