06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
პალესტინამ ისრაელთან ოფიციალური ურთიერთობა შეაჩერა

პალესტინამ ისრაელთან ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა. განცხადება ამის შესახებ პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, გააკეთა.

მიზეზი იერუსალიმის ძველ ქალაქში ალ აქსას მეჩეთთან მეტალოდეტექტორების დამონტაჟება გახდა.

მუსლიმების წმინდა ადგილას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური არეულობა მოჰყვა. შეტაკების დროს სამი პალესტინელი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.

დაპირისპირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავდასხმა მოხდა რამალასთან ახლოს მდებარე ებრაულ დასახლებაშიც, სადაც დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა სამი ადამიანი მოკლა.

თავდამსხმელი ებრაელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

დღის ამბები