06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
პოლონეთში სასამართლო რეფორმის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

პოლონეთში სასამართლო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის შემდეგ სადავო კანონპროექტი სენატმაც დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, პარლამენტს სასამართლოს ეროვნული საბჭოს წევრების დანიშვნა შეეძლება, იუსტიციის მინისტრს კი უფლება ენიჭება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაათავისუფლოს.

მმართველი გუნდი რეფორმის აუცილებლობას არსებული სისტემის კორუმპირებულობით ხსნის, ოპონენტების შეფასებით კი, ხელისუფლების გეგმა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას უთხრის ძირს.

კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებშიც. ევროკავშირი ვარშავის წინააღმდეგ სანქციებსაც განიხილავს.

დღის ამბები