18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
კაიროს სასამართლომ მთავარი პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ 28 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

კაიროს სასამართლომ მთავარი პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ 28 პირს სიკვდილით დასჯა, კიდევ 15 დაკავებულს კი 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ განაჩენი ქვეყნის რელიგიური ლიდერის თანხმობის შემდეგ გამოიტანა, თუმცა დაცვის მხარეს მისი გასაჩივრების უფლება აქვს.

ეგვიპტის მთავარი პროკურორი 2015 წელს მანქანაში ააფეთქეს. ხელისუფლებამ მომხდარში მუსლიმთა საძმო და ჰამასის მებრძოლები დაადანაშაულა, თუმცა ბრალდებას ორივე ჯგუფი უარყოფს.

დღის ამბები