18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
ევროპულმა საქართველომ მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა

ევროპულმა საქართველომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი დაასახელეს. პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. მარნეულში პენსია 25 ლარით მოიმატებს.

დღის ამბები