18 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
ძლიერი სიცხე თბილისში - მომავალ კვირას ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, კიდევ უფრო ცხელი დღეები თვის ბოლოს იქნება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ჩრდილში 39 გრადუსი, თბილისში ხვალ დაფიქსირდება.

ოფიციალური პროგნოზის მიუხედავად, დედაქალაქში გაჩერებებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული თერმომეტრები ჩრდილის ტემპერატურას 42 გრადუსსაც აჩვენებს. მზეში მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

ევროპის ქვეყნებში შენობის გარეთ დასაქმებულებისთვის მოქმედებს წესები, რომლის მიხედვითაც, 38 გრადუსის პირობებში მუშაობა იკრძალება. საქართველოში მსგავსი რეგულაცია მხოლოდ შენობაში მომუშავეთათვის არის და ის მაქსიმალურ ტემპერატურას 30 გრადუსს თვალისწინებს.

პროფკავშირმა მათი უფლებების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. ისინი ითხოვენ, რომ ქუჩაში დასაქმებული ადამიანები, ისინი, ვინც სამუშაოებს ღია ცის ქვეშ ასრულებენ, სამსახურებიდან დროებით დაითხოვონ.

 

დღის ამბები