06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შეიარაღებას ახალი თაობის ავიამზიდი შეემატა

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შეიარაღებას ახალი თაობის ავიამზიდი შეემატა. სამხედრო ხომალდი სახელწოდებით "გერალდ ფორდი" უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, მისი აგება ბიუჯეტს 13 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ავიამზიდის პრეზენტაცია ვირჯინიაში, ნიუპორტ ნიუსის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას დონალდ ტრამპი და პენტაგონის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები დაესწრნენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ავიამზიდის კონსტრუქტორებს და წინამორბედი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს სამხედრო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებამ შეერთებული შტატების არმიის საბრძოლო მზადყოფნაზე ნეგატიურად იმოქმედა და კონგრესს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

დღის ამბები