06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
მასშტაბური თავდასხმების სერია ყანდაარის რეგიონში - თალიბებმა ავღანეთში 60 ადამიანი მძევლად აიყვანეს

თალიბებმა ავღანეთში 60 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაჯგუფების წევრებმა ყანდაარის რეგიონში მასშტაბური თავდასხმების სერია მოაწყვეს. ისინი თავს ესხმოდნენ ავტობუსებს და გამვლელ ავტომობილებს. რის შემდეგაც სოფლის მკვიდრები დაატყვევეს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმების შედეგად 7 ადამიანია მოკლულია. ვარაუდობენ, რომ 20-მდე მძევალმა გაქცევა მოახერხა.

დღის ამბები