06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ახალი დოკუმენტური ფილმი პრინცესა დაიანას შესახებ - "დაინა, ჩვენი დედა, მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა"

მსოფლიო ეკრანებზე პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმი გამოდის. სურათში სახელწოდებით "დაინა, ჩვენი დედა, მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა" - სამეფო ოჯახის წევრის ისტორიას მისი შვილები - პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი გვიამბობენ.

ფილმში უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალაა გამოყენებული, მათ შორის ფოტოები პრინცესა დაიანას პირადი ფოტო ალბომიდან. სურათის რეჟისორი ეშლი გეთინგსია.

კინოდოკუმენტალისტმა ახალი ნამუშევარი პრინცესა დაიანას გარდაცვალების 20 წლისთავს მიუძღვნა. ფილმის ტელე-პრემიერა ITV-ისა და HBO-ს ეთერში ხვალ შედგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები