06 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
უსაფრთხოების ზომები - იერუსალიმში ე.წ. ჭკვიანი კამერებს ამონტაჟებენ

იერუსალიმში ე.წ. ჭკვიანი კამერებს ამონტაჟებენ. უსაფრთხოების კამერები ძველი ქალაქის ყველა შესასვლელს გააკონტროლებენ. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო.

ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმურ ქვეყნებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალი ზომების შემოღებამდე წმინდა ქალაქის შესასვლელებში მეტალოდეტექტორებიც იმუშავებს, რომლებიც ბოლო დღეებში დაპირისპირების მიზეზი გახდა.

სამ-დღიანი არეულობისა და შეტაკებების შედეგად იერუსალიმში 8 ადამიანია დაღუპული, აქედან 5 პალესტინელი და სამი ებრაელი მოქალაქეა. ვითარების გამწვავების გამო ხვალ საგანგებო სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.

 

დღის ამბები