06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე გადაწყვეტილება არ მიუღია

დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია СNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ენტონი სკარამუჩის თქმით, ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

მისი მტკიცებით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს და თუ ჰაკერულ თავდასხმაში ოფიციალური მოსკოვის მონაწილეობაში დარწმუნდება, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს. 

დღის ამბები