06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
საპროტესტო აქცია იერუსალიმში სამართალდამცველებთან შეტაკებებით დასრულდა

სამართალდამცველებთან შეტაკებებით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია იერუსალიმში. რამდენიმე ათეულმა პალესტინელმა, რომლებიც ერთ-ერთ უდიდეს მეჩეთთან მეტალოდეტექტორების დადგმას აპროტესტებდნენ, პოლციას ქვები დაუშინა.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ისრაელის ხელისუფლება მეტალოდეტექტორების აღებას არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, მომავალში მათი გამოყენების სიხშირე შემცირდება.

დღის ამბები