06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
აშშ ახალი კანონპროექტის მისაღებად ემზადება - რუსეთის ახალი სანქციების ერთერთი მიზეზი უკრაინის კრიზისია

შეერთებული შტატების კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის მისაღებად ემზადება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, უკრაინის კრიზისია.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი, რომელიც თანამდებობაზე ორი კვირის წინ დაინიშნა, დონბასში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.

უოლკერმა ქალაქ ავდეევკასთან ფრონტის ხაზი მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის ტრაგიკული ისტორიები მოისმინა. ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის შეფასებით, ის, რაც დონბასში ხდება, გაყინული კონფლიქტი კი არა, რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ცხელი ომია.

დღის ამბები