06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თავდასხმა შვეიცარიის ქალაქ შაფ-ჰაუზენში - ადგილზე მობილიზებულია ავიაცია

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა მოხდა შვეიცარიის ქალაქ შაფ-ჰაუზენში. უცნობი მამაკაცი გამვლელებს ელექტრო ხერხით დაესხა თავს. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიცია თავდამსხმელის დაკავებას ცდილობს. მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, ადგილზე მობილიზებულია ავიაციაც.

დღის ამბები