06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
ტერაქტს ეგვიპტეში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ტერაქტს ეგვიპტეში. არმიის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება დანაღმული ავტომანქანა ჩრდილოეთ სინაის რეგიონის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტს.

მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეიტყვეს, მანქანას ტანკით გადაუარეს. შედეგად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები