06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა თეთრ ზვიგენთან შეჯიბრება წააგო

32 წლის ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა თეთრ ზვიგენთან შეჯიბრება წააგო. ტელეკომპანია Discovery-მ “ზვიგენის კვირეულის” ფარგლებში, კეიპტაუნის სანაპიროსთან 100 მეტრზე ცურვაში ფელპსისა და ზვიგენის კომპიუტერული იმიტაციის შეჯიბრება მოაწყო.

ფელპსი მონოპლასტის სპეციალური ჰიდროკოსტიუმით ასპარეზობდა, ზვიგენი კი პარალელურ ბილიკზე ცურავდა. საბოლოოდ, არა ერთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 100 მეტრი 38 მთელსა და 1 წამში დაფარა, ზვიგენმა კი 2 წამით ნაკლები დრო აჩვენა.

მაიკლ ფელპსი ხუთი ოლიმპიადის მონაწილეა. მან 28 მედალი, მათ შორის 23 ოქრო მოიპოვა სხვადასხვა დისციპლინებში. რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ კი, ფელპსმა სპორტული კარიერა დაასრულა.

დღის ამბები