09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
პრორუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკთან მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს

პრორუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკთან  საცხოვრებელი კვარტალი და მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენადი მოსკალი, ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოევიკებმა ლუგანკის მახლობლად, სოფელ ვალუისკოეზე იერიში "გრადის" ტიპის შეიარაღებიდან და არტილერიიდან მიიტანეს. დაზიანდა 7 კერძო სახლი. ერთი ჭურვი მოხუცთა თავშესაფარ "ნადეჟდას" შენობასაც მოხვდა, სადაც 60 ადამიანი იმყოფება, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, შოკურ მდგომარეობაში არიან. 

 

დღის ამბები