06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დოკუმენტში საუბარია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის უკრაინისა და საქართველიოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევაზე.

"ეს მნიშვნელვანი კანონპროექტია. ირანის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას ახდებნენ. რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს მოკავშირეებს ევროპაში. გამუდმებით ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს. დროა მათ პასუხი აგონ," - აცხადებს კონგრესმენი ედ როისი. 

კანონპროექტის თანახმად, ამერიკის ლიდერს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება. პრეზიდენტს ასევე, ეკისრება ვალდებულება პირდაპირ მოუწოდოს მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ. დოკუმენტმა როგორც "დემოკრატების", ასევე "რესპუბლიკელების" მხარდაჭერა მიიღო.

ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალებს ჩვენი არჩევნების პროცესში ჩარევის უფლებას. ჩვენ პრეზიდენტს არ აქვს სურვილი, ამ თავდასხმის გამო პასუხი აგებონოს რუსეთს და ეს სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა შეერთებულ შტატებზე. საჭიროა, კონგრესმა დაიცვას თავისი როლი ამ საკითხში და უზრუნველყოს რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემა," - აღნიშნა კონგრესემენმა, დევიდ სისილინიმ. 

სანქციების ძალაში შესასვლელად, ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები