06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ოპერაციის შემდეგ კონგრესში მისულ ჯონ მაკკეინს კოლეგები ოვაციებით შეხვდნენ

ჯონ მაკკეინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კონგრესში პირველად გამოჩნდა. ის ჯანდაცვის ახალი რეფორმის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. შეერთებული შტატების სენატორს, რომელსაც ტვინის სიმსივნის დაიგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, კოლეგები ოვაციებით შეხვდნენ.

სიტყვით გამოსვლისას მაკკეინმა ორივე პარტიების წარმომადგებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ის ვაშინგტონს რამდენიმე დღეში დატოვებს და მკურნალობის გასაგრძელებლად სახლში დაბრუნდება.

დღის ამბები