06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ შაფ ჰაუზენში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ შაფ ჰაუზენში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. სპეცოპერაცია გერმანელი და შვეიცარელი სამართალდამცველების მონაწილეობით 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

50 წლის ფრანც ვრუსისი, რომელსაც ელექტრო ხერხით ხუთი ადამიანის დაჭრაში ედება ბრალი, ქალაქ ტალ ვილში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის იმ სადაზღვევო კომპანიის კლიენტი იყო, რომლის ოფისზეც მან თავდასხმა განახორციელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები