06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 14 ივლისს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

„იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.


ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კი განაცხადა, რომ მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა.

დღის ამბები