06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები დღეს აქციის გამართვისთვის ემზადებიან

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების თაობაზე პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში დიქტატურის დადასტურებად მიიჩნევენ უკრაინის ოპოზიციურ პარტიაში - "ახალ ძალთა მოძრაობაში" და დღეს აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ რიგითი უკრაინელების დასაცავად გამოდიან.

მათი თქმით, სააკაშვილის მაგალითზე უკრაინის ხელისუფლებამ რეალური სახე გამოაჩინა და დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებები მათთვის ცარიელი სიტყვებია.

„მიხეილ სააკაშვილთან მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პროკურატურაში გამოჩნდა ახალი დოკუმენტები, რომელიც საქართველოს მხარის მიერ არის მიწოდებული. არაა გამორიცხული, რომ ეს დოკუმენტები პოროშენკომ საქართველოში ყოფნის დროს მიიღო და უკრაინაში ჩამოიტანა. უკრაინის მხარეს სავარაუდოდ, ეს დოკუმენტები ოფიციალურად ქართული მხარისგან არ გამოუთხოვია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, ჩვენ შევაგროვებთ ყველა საჭირო დოკუმენტს და მივმართავთ სასამართლოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ადგილობრივი სასამართლო არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს,” - აცხადებს „ახალი ძალების მოძრაობის“ იურისტი ნიკოლაი ნიდილკო.

პარტიის ოფისში მისი წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი. მათი თქმით, აუცილებელია გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდეს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები საერთაშორისო გამოხმაურებებსაც ელოდებიან.

“პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება დიქტატურის მანიშნებელია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიბრძოლოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ვაპირებთ ბრძოლას კანონიერი გზებით. გადაწყვეტილება გასაჩივრდება, როგორც უკრაინის სასამართლოში, ასევე საერთაშორისო დონეზე,” - განაცხადა სემიონ კრივონოსმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები