06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები

პერმანენტულ აქციებს მთავარი პროკურატურის შენობასთან განაგრძობენ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ტერიტორიას არ ტოვებენ. მთავარი მოთხოვნა - ადეკვატური კომპენსაციის მიღებაა.

მოვაჭრეები ხელისუფლების ხელშეწყობით, პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

როგორც ცნობილია, "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი შიდა უსაფრთხოების ერთ თანამშრომელთან ერთად, მთავარმა პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები