06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ 

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები და მხარდამჭერები კიევში აქციის დასრულების შემდეგ, "ახალი ძალების მოძრაობის" ოფისში შეიკრიბნენ. საუბარი სამომავლო გეგმებზე იყო. პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მომდევნო დღეებში ისევ ქუჩაში, აქციებით გაპროტესტებას გეგმავს.

რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას - საკითხი ჯერ უკრაინის, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრდება.

“ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მიგვაჩნია, რომ დაირღვა მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ასევე კონსტიტუცია. შესაბამისად, პარტიის იურისტები მუშაობენ იმისთვის, რომ მოიძიონ ყველა საჭირო დოკუმენტი და სასამართლოს მიმართონ. მზადდება მოთხოვნა იმისთვის, რომ მივიღოთ ოფიციალური დოკუმენტაცია მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, გადაწყვეტილების გასაბათილებლად მივმართავთ სასამართლოს,” - განაცხადა პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ლეონიდ ბარსენკოვსკიმ.

პარალელურად, დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით. პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მათ ამერიკიდან "skype"-ის საშუალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩაერთოთ.

„ვგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს, ვაერთიანებთ ძალებს და ვსაუბრობთ მომავალ გადაწყვეტილებებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით, ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას. ასევე, ვგეგმავთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს. პროტესტის მიზანია, გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ საკუთრი ქვეყნის მოქალაქეებთან ასე მოქცევა არ შეიძლება,” - აცხადებს ლეონიდ მარცინკოვიჩი.

დღის ამბები