06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
შტორმი სტამბოლში - საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა დღეს შავი ზღვისპირეთშიც

10 ადამიანი დაშავდა სტამბოლში ძლიერი შტორმის შედეგად. გადაუღებელმა წვიმებმა და სეტყვამ ქალაქში მცირე ნგრევაც გამოიწვია. შეფერხებულია აეროპორტების მუშაობა. შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა, დატბორილია მეტროსადგურები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე საათით შეჩერდა ბოსფორის გვირაბის ფუნქციონირება.

რამდენიმე რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ პორტში ძლიერმა ქარმა ამწე წააქცია, რომელიც ნავთობის ავზს დაეცა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ეს სტამბოლში ბოლო 10 დღის განმავლობაში უკვე მეორე ძლიერი შტორმია.

საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა დღეს დილიდან საქართველოს შავი ზღვისპირეთშიც.

დღის ამბები