06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ბარსელონაში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა

ბარსელონას რკინიგზაზე სამაშველო-საგამოძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მიზეზი რამდენიმე საათის წინ მომხდარი ავარიაა. მგზავრებით სავსე მატარებელი, რომელიც ბარსელონაში ტარაგონას პროვინციიდან ჩავიდა, ერთ-ერთ სადგურზე პლატფორმას შეეჯახა.

უბედური შემთხვევის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მგზავრის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზიც. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები