06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ავსტრალიაში თვითმფრინავზე ტერაქტი იგეგმებოდა - სიდნეის აეროპორტში 4 ეჭვმიტანილი დააკავეს

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა თვითმფრინავში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ 4 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც აფეთქების მოწყობას სამგზავრო ლაინერის ბორტზე აპირებდნენ.

კონტრტერორისტული ოპერაცია სიდნეიში ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო მასალა ამოიღეს. 

უსაფრთხოების ზომები ავსტრალიის ყველა აეროპორტში გააძლიერეს. გამკაცრდა მგზავრთა კონტროლიც, რის გამოც რეისების დაგვიანებას არ გამორიცხავენ. 

გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს ისლამურ სახელმწიფოსთან აქვთ კავშირი. 

 

 

 

დღის ამბები