06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
არ შემიშალო ხელი ჩაცმაში! - სტამბოლში ქალების მასშტაბური მსვლელობა გაიმართა

სტამბოლში ქალების მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. ასობით ქალი ქუჩაში ძალადობისა და ჩაცმის შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდა.

"არ შემიშალო ხელი ჩაცმაში!" - სწორედ ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და დემონსტრანტებს ამავე შინაარსის პლაკატები ეჭირათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მამაკაცების ნაწილი სტამბოლში ქალებს ტრადიციული სამოსის ტარებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი ქალაქში რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მამაკაცმა ავტობუსში ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენა, რომ რამადანის პერიოდში შორტი ეცვა. 

დღის ამბები