06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის გამო, ჩინეთს აკრიტიკებს

ფხენიანის მიერ მორიგი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, დონალდ ტრამპი ჩინეთს აკრიტიკებს.

ტვიტერის ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაწერა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოსაგვარებლად ოფიციალური პეკინი, ლაპარაკის გარდა, არაფერს აკეთებს.

ტრამპის თქმით, ის აღარ დაუშვებს, რომ ასე გაგრძელდეს. პრეზიდენტმა სულელებიც კი უწოდა თავის წინამორბედებს, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლებას ვაჭრობით მილიარდობით დოლარის გამომუშევების საშუალებას აძლევდნენ.

ფხენიანის გამოცდის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ორი ამერიკული ბომბდამშენი გამოჩნდა. ნახევარკუნძულს მათ დაბალ სიმაღლზე სამხრეთ კორეისა და იაპონიის თვითმფრინავებთან ერთად ჩაუფრინეს, რის შემდეგაც გაუმის ბაზაზე დაბრუნდნენ.

დღის ამბები