06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
სროლა გერმანიის ღამის კლუბში - დაიღუპა ერთი და დაშავადა სამი ადამიანი

გერმანიაში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა. 

შემთხვევა ქალაქ კონსტანცში მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი დისკოთეკაზე გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

34 წლის თავდამსხმელმა შენობიდან გასვლა შეძლო, თუმცა პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები