06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი ბარსელონაში - მუსიკალურ ფესტივალზე 22 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ბარსელონაში მუსიკალურ ფესტივალზე 22 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მასშტაბური ხანძარი გახდა, რომელიც მთავარ სცენაზე გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე წუთში ძირითად კონსტრუქციაზე გავრცელდა.

გამოძიების ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ფოიერვერკი გახდა, რომელიც სცენას მოხვდა, თუმცა არ გამორიცხავენ აპარატურის ტექნიკურ გაუმართაობასაც.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ერთდღიანი ფესტივალი კი ჩაიშალა.

დღის ამბები