06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
არეულობა კარაკასში - დაღუპულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა პოლიციასთან შეტაკების შედეგად ვენესუელაში. დაღუპულთა შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ხელისუფლების კანდიდატი არიან. 

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ე.წ. დამფუძნებელი კრების არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

არჩევნების დღეს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. 

სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ჯავშანტექნიკა და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ისმიოდა სროლის ხმაც.

არჩევნები უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა.  

დღის ამბები