06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება - ვლადიმერ პუტინი

შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.

ეს ქმედება ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში განახორციელა.

სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ. შედეგად დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს.

მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში "სამწუხარო" უწოდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებას განიხილავს. 

დღის ამბები